„მეხსიერების ბარათი“ წინასაახალწლოდ – სპეციალური სტუმარი ანიტა რაჭველიშვილი

29 და 30 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით და მხოლოდ საახალწლო განწყობის შესაქმნელად, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე კინომუსიკის შედევრები ბრუნდება.
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი Conceptart საახალწლოდ ერთგულ მაყურებელს მსოფლიო კინომუსიკის პროექტს – „მეხსიერების ბარათს“ აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოსთან, ანიტა რაჭველიშვილთან ერთად წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2014 წლიდან მოყოლებული „მეხსიერების ბარათს“ 25 000 ადამიანი დაესწრო და ბოლო წლების სეზონების ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა.
კინომუსიკის შედევრების პარალელურად, ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს: ჩარლზ ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა. მაყურებელთა ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები.
საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინომოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.
მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი;  სპეციალური სტუმარი – ანიტა რაჭველიშვილი;
სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო);  გიორგი ცაგარელი (ალტი); გიორგი შამანაური (საყვირი);
რეზო კიკნაძე (საქსაფონი).
მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნიკოლოზ რაჭველი; სცენარის ავტორი და პროდუსერი – თეო ჯორბენაძე; სცენოგრაფია – ვანო ჭელიძე;  ვიდეოინსტალაცია – ლევან კუხაშვილი; გრაფიკული დიზაინი – გიგა კობიძე;  განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი; ხმის რეჟისორები: კახა ხოშტარია, ედგარ სებისკვერაძე; ტექნიკური რეჟისორი – გიორგი აფხაზავა; გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები