თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჟანრი ლოლაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.

გამოფენა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიების მიზანს ჟანრი ლოლაშვილის შემოქმედების საჯაროდ წარმოჩენა წარმოადგენდა.

დავით ნარმანიამ გამოფენაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თბილისის მერის თქმით, ნამუშევრები, რომელთა პრეზენტაციაც დღეს შედგა, მომავალ თაობებს დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ერთად გავეცნოთ საქართველოს დამსახურებული, სახალხო არტისტის, ბატონი ჟანრი ლოლაშვილის არაჩვეულებრივ შემოქმედებას. გარდა იმისა, რომ ბატონი ჟანრი გახლავთ საოცრად ნიჭიერი და სახელგანთქმული მსახიობი, ამავდროულად იგი არის გამორჩეული მხატვარი, რომლის ნამუშევრებსაც, ვფიქრობ საზოგადოების კიდევ უფრო ფართო წრე უნდა იცნობდეს. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ამ არაჩვეულებრივ საღამოზე,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რუსთაველის თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები