“სირიაში საქართველოდან გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ფორმა მიმდინარე კვირაში განისაზღვრება”

სირიაში საქართველოდან გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ფორმა მიმდინარე კვირაში განისაზღვრება – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით სირიაში დაზარალებულთათვის.
”ამისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები არის, რადგან ვერ ხერხდება პროდუქციის პირდაპირ მიწოდება და ა.შ. მაგრამ არსებობს გაერო-ს მიერ შექმნილი სპეციალური ფონდი და ფორმატები, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მიმდინარე კვირაში განვსაზღვრავთ ჰუმანიტარული დახმარების ფორმას. ჩვენ მაქსიმალურად ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით სირიის კრიზისის საკითხებზე. ეს გამოიხატება ჩვენს განცხადებებში გაერო-ს ფორმატში, რეზოლუციებით, ასევე გამოიხატება მაგალითად, ჩვენი ვალდებულებით, რომელიც გავაჟღერეთ თუნდაც სტამბოლის სამიტზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა, რომ ჩვენ მივიღებთ მიგრანტ სტუდენტებს საერთაშორისო დონორების დაფინანსების შემთხვევაში. მე შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სირიასთან მიმართებით საქართველოს პოზიცია გაჟღერებულია ყველა ფორმატში, ძალიან მტკიცედ და კონკრეტულად და ჩვენ პარტნიორები მკაფიოდ ხედავენ ჩვენს პოზიციას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები