სოზარ სუბარმა შიდა ქართლში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ გორში დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. 8 კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება და 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.
გორში, როგორც მინისტრმა განაცხადა, სულ 8 კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. სუბარის განმარტებით ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინის მოთხოვნით განაცხადების მიღება 2017 წლის 3 იანვრიდან დაიწყება.
“გორში ორი დიდი მშენებლობა გვაქვს. რვა კორპუსიდან 6 პრაქტიკულად დასრულებულია. უკვე სამი იანვრიდან ჩვენ ვიწყებთ განაცხადების მიღებას. მიღება გაგრძელდება პირველ მარტამდე. პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და ნგრევად ობიექტებში. ასეთები გორში რამდენიმეა. ვფიქრობ ზაფხულისათვის უკვე შესაძლებელი იქნება დევნილების შესახლება”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები