„იმედს ვიტოვებ, ჩვენი კოლეგები და მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას“

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და ცივილიზებულ ჩარჩოს დაუბრუნდებიან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის ჩაშლას გამოეხმაურა.
„რაღაცა კომისია გამოაცხადეს, რომელიც გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს. პროცესის ამ ზღვრამდე მიყვანა პარტიის ერთიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და ცივილიზებულ ჩარჩოს დაუბრუნდებიან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ის პროცესია, რომელიც პარტიას ზიანს აყენებს. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება, პარტიის დაშლის შესაძლებლობას აჩენს“, – აცხადებს ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები