საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით იზრდება

15 და 17-წევრიანი კომიტეტები, 17 და 19-წევრით იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით გაიზრდება.
დღეს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინა.
კომიტეტების შემადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება უმრავლესობაში სამი ახალი ფრაქციის: ”ქართული ოცნება – კონსერვატორების“, ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ და ”ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისათვის“ შექმნას უკავშირდება.
ასევე ხელახლა განისაზღვრა კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.-გადაწყვეტილება, ბიუროს, დეპუტატმა გიორგი კახიანმა წარუდგინა. როგორც კახიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიზანშეწონილია, კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით გაიზარდოს და 15 და 17-წევრიანი კომიტეტები, 17 და 19-წევრიანი გახდეს. ამის შესაბამისად მოხდა კვოტების განაწილებაც.
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად განისაზღვრა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები