აღსრულების ეროვნული ბიურო 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებული საქმიანობისა და რეფორმების ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
2013 – ამ წელს ჩვენ მხარეთა ინტერესების დაცვის სტრატეგია ავირჩიეთ, რამაც მთლიანად შეცვალა აღმასრულებლის და აღსრულების პოლიციის იმიჯი საზოგადოების თვალში.
2013 – დაიწყო სარეკლამო კამპანია „ჩვენი მიზანი თქვენი გამოსახლება არ არის“. აქცენტი გაკეთდა სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების აუცილებელობაზე.
2014 – შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომლის მთავარი მიზანი მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის ძიება, მედიაცია და მორიგებაა.
2015 – აღსრულების პოლიციაში დემონტაჟისა და გამოსახლების საქმეებზე დაინერგა მედიაციისა და მორიგების პრინციპები.
დიაგრამა: აღსრულების პოლიციის მიერ დასრულებულ საქმეებში მორიგებების ხვედრითი წილი
2013 – დასრულდა 154 საქმე, მათ შორის მორიგებით 60 – 39%; 2014 – დასრულდა 323 საქმე, მათ შორის მორიგებით 147 – 46%; 2015 – დასრულდა 297 საქმე, მათ შორის მორიგებით 237 ერთეული – 80%; 2016 – დასრულდა 316 საქმე, მათ შორის მორიგებით 263 – 83%
2015 – ვალაუვალობის თანმდევი ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაიწყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პრევენციაზე ორიენტირებული კამპანია.
2015 – მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურში დაინიშნა პირველი სოციალური მუშაკი. დღეისათვის 6 სოციალური მუშაკი, რომელიც შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით მოქმედებს, იცავს მხარეთა სოციალურ ინტერესებს და ხელს უწყობს სააღსრულებო პროცესში სოციალური სამუშაოს ინტეგრაციას.
ეფექტიანი აღსრულება სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტია.
2013 – დაინერგა სააღსრულებო პროცესში შრომის დანაწილებისა და სპეციალიზაციის პრინციპები. ერთ საქმეზე ყველა ტიპის პროცედურას (ქონების მოძიება, ადგილზე გასვლა, ქონების რეალიზაცია და სხვ.) ერთი აღმასრულებელი აღარ ახორციელებს. შედეგად გაიზარდა ეფექტიანობა და შემცირდა კორუფციის რისკი.
2014 – შეიქმნა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური ბიზნესის უკეთესად მომსახურების მიზნით
2014 – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდისუუნარობის წარმოებასთან დაკავშირებულ საფასურში დაინერგა გრადაციები სამეურვეო ქონების ღირებულების მიხედვით. ასევე დაწესდა შეღავათიანი სამეურვეო მომსახურების ტარიფები რეაბილიტაციის რეჟიმში გადასული საწარმოების მიმართ. ამით წახალისდა გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი საწარმოების რეაბილიტაცია, ხელი შეეწყო ბიზნესის განგრძობად საქმიანობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
2015 – გამარტივდა აღსრულების პროცესი, ჩამოყალიბდა და აღმასრულებლის სამსახურში ჩადგა სააუქციონო მომსახურებისა და მოძიების ცენტრალიზებული ჯგუფები.
2015 – გაიმიჯნა აღმასრულებლის საქმიანობა მოქალაქესთან სააღსრულებლო საქმეზე კომუნიკაციის ფუნქციისაგან, რისთვისაც ჩამოყალიბდა სპეციალური ქოლ-ცენტრი. აღმასრულებლის მუშაობა გახდა შესაბამისად უფრო ეფექტური.
2016 – ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა აღსრულების კოდექსის პროექტი.
2015-2016 – განხორციელდა და კვლავაც მიმდინარეობს ბიუროს ინფრასტრუქტურული განვითარება. საოფისე, დაყადაღებული ავტომობილებისათვის საპარკინგე, სასაწყობო სივრცეები აშენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
2013-2016 – აღსრულებული საქმეების დინამიკა მუდმივად მზარდია.
დიაგრამა: აღსრულებული საქმეები.
2013 – 38950; 2014 – 48862 საქმე; 2015 – 53825 საქმე; 2016 – 57261 საქმე.
ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვა ჩვენი მუდმივი საზრუნავია
2014 – დაინერგა ელექტრონული გადახდის სისტემა. მხარეებს ბანკში მისვლის გარეშე შეუძლიათ ტრანზაქციის განხორციელება.
2016 – სესხის საფუძველზე წამოწყებული დავებისგან სასამართლოების განტვირთვისა და მსესხებლებისთვის ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმებისა და პროცენტების დაგროვების შემცირების მიზნით, დაიწყო სესხის ხელშეკრულებების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის ელექტრონული სერვისის დანერგვა.
2016 – შეიქმნა ელექტრონული მაღაზიის პროგრამა როგორც გამარტივებული რეალიზაციის ონლაინ შესაძლებლობა.
2016 – მსხვილ საბანკო დაწესებულებებთან დაინერგა ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის სერვისი. ქონების მოძიების, ყადაღის დადება-მოხსნის, თანხის ჩამოჭრის ოპერაციების განხორციელება ელექტრონულად გახდა შესაძლებელი.
2016 – დაინერგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, სამეწარმეო რეესტრთან, ელექტრონული კავშირის სისტემა და შესაბამისი მოდულები ინტეგრირებულ იქნა სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში
2016 – სააღსრულებო წარმოების პროგრამაში შეიქმნა განწილვადების კონტროლის მოდული, რომლის მეშვეობითაც, შეხსენების და გადახდის ვადების კონტროლის მიზნით, მოვალეებს მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
2015-2016 – სწრაფი და ეფექტური სააღსრულებო პროცესის უზრუნველყოფისთვის გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვად შეუწყო ხელი Doing Business-ის კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას.
2015 წლის ბოლოს შვედი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა აქვს მომხარებელთა 74%; გამოკითხული არამომხმარებელი საზოგადოების 67% ფიქრობს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო კარგად ასრულებს ფუნქციებს; კრედიტორების და მოვალეების 69% ფიქრობს რომ ბიურო მუდმივად განიცდის გაუმჯობესებას და განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები