ირაკლი სესიაშვილი: ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა

ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
სესიაშვილმა “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.
„ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ვიდრე ობამას ადმინისტრაციასთან გვქონდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ადმინისტრაციის უსაფრთხოების მდივანს ესაუბრა.
თუ მანამდე ურთიერთობა თანაშემწესთან გვქონდა, დღეს მთავარ მრჩეველთან ვართ პირდაპირ კავშირზე. ჩვენი ელჩი ძალიან აქტიურია, რომელიც ახალ ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტზეა. ბოლო წლებში სტაბილურ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და აშშ-თან ძალიან კარგ, საინტერესო და პრაგმატულ შედეგებზე ორიენტირებულ ურთიერთობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანზე ისაუბრა. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს იმ სახით, როგორც ევროკავშირის წევრებს – ერთმანეთთან.
„რა თქმა უნდა, ეს არის ევროატლანტიკური სივრცე. ამასთან, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ახალი განაცხადი უნდა გავაკეთოთ. წინა წლებში მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია, ნატოსთან ინტენსიურ ურთიერთობაში ვართ და ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. ჩვენ გვინდა, ევროკავშირის და ნატოს წევრი გავხდეთ და ეს უკვე ლითონი სიტყვები არ არის. ჩვენ ამისთვის რეალურად ვმუშაობთ და ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს. დარჩა ერთადერთი, პოლიტიკური ნაწილი და ევროკავშირში ხმის უფლება“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები