აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია. როგორც ჩანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობა მარტო ამ პარტიის ამომრჩეველს არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას.
”ამ ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია. როგორც ჩანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. სწორედ მისი პასუხისმგებლობა იქნება და არავისი სხვისი, მოახერხებს თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობის შენარჩუნებას, რადგან მე უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანთა იმ ჯგუფს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ვინც შეძლებს პარტიის რღვევის შეჩერებას. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობა მარტო ჩვენს ამომრჩეველს არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები