“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა

კვორუმის არარსებობის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა. სხდომა 17:00 საათისთვის იყო დაგეგმილი.
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამუშაო თათბირი მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს ჩაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ გაუკეთებიათ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიტსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში სულ 60 წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები