საერთაშორისო კოალიციის სარდალი: „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ორი წელი დაგვჭირდება

იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებისგან” ერაყის ქალაქი მოსული და სირიის რაქა გათავისუფლდეს და დარჩენილი ტერორისტები განადგურდნენ, ორი წელია საჭირო. ამის შესახებ გამოცემა “Daily Beast”-თვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო კოალიციის სარდალმა, სტივენ ტაუნსენდმა განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, ტერორისტების დამარცხება 2018 წლამდე ვერ მოხერხდება. კოალიციის სარდლის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების განადგურების ოპერაცია საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ეს იმის გამო ხდება, რომ მათ თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ”. გარდა ამისა, ამერიკელი სარდალი ამბობს, რომ კოალიციური ძალები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობას შორის, რაც „ძალზე რთულია იმ პირობებში, როდესაც ტერორისტები არაადამიანურად სასტიკები არიან, ხალხს ცოცხლად წვავენ, მათ მოსაკლავად კი ბენზინის ხერხებს და ბულდოზერებს იყენებენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები