სასულიერო პირმა მისი ქონების ქურდობისთვის დაკავებულს დანაშაული აპატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცხოვრებ მოქალაქეს მამა გრიგოლმა, რომელიც ამავე სოფლის ტაძრის მოძღვარია, დანაშაული აპატია. ინფორმაციას ამის შესახებ „qartli.ge” ავრცელებს.
საქმე 2013 წლის დასაწყისში, მამა გრიგოლის მანქანის დაზიანებას და ნივთების ქურდობას ეხება.
პროკურატურამ ბრალდებული რამდენიმე თვის შემდეგ დააკავა. სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს დასრულდა. ბრალდებულს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
სასულიერო პირის თქმით, მან პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, სადაც წერდა, თითქოს ბრალდებულმა მოძღვრისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაკარგული ქონებაც დაუბრუნა. „კვირა“ მამა გრიგოლს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებულს რთული სოციალური მდგომარეობა აქვს და ამიტომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლო პროცესზე „კეთილი ტყუილის“ თქმა დაჭირდა.
,,მე დამჭირდა კეთილი ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ეს გაჭირვებული ადამიანი ციხეში არ აღმოჩენილიყო. დავწერე, თითქოს 3 500 ლარის ღირებულების ზიანი ამინაზღაურა, დაკარგული ნივთები დამიბრუნა და ამით ავარიდე ის ციხეში პატიმრობას. მის ოჯახს აქვს ძალიან რთული ეკონომიური მდგომარეობა, აქვთ უამრავი ბანკის ვალი და მის მიმართ დანაშაულის არპატიება მხოლოდ კიდევ უფრო დააზარალებდა მის ოჯახს”, – განაცხადა მამა გრიგოლმა „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები