ვახტანგ ხმალაძე: კონსტიტუციაში არის საკითხები, რომლებიც ქმნიან პრობლემას

“არის ნორმები, რომელებიც უკვე 21 წელია, საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ არის კანონები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძე თვლის, რომ მთავრი საკითხი პარლამენტის არჩევნების სისტემაა.
„დღევანდელი მდგომარეობით, „ქართული პარტიის“ გარდა, ყველა ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამის საფუძველია ის, რომ პარლამენტი ადეკვატურად უნდა ასახავდეს ამომრჩეველთა ნებას.
არსებული საარჩევნო სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა“,-განაცხადა ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ ხმალაძე შესაცვლელ ნორმებად პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას თვლის, თუმცა აცხადებს, რომ ამ ნორმებს დღემდე პრაქტიკული პრობლემა არ შეუქმნია.
ხმალაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ფორმირების საკითხი არ უნდა გაიწელოს დროში, რადგან ეს პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ის რამდენიმე ხარვეზზეც აკეთებს აქცენტს.
„საპარლამენტო კონტროლის ყველაზე მძაფრი მექანიზმი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხია, ეს პროცედურა გვავალდებულებს, მივუთითოთ, პრემიერ-მინისტრად ვის კანდიდატურას წარვადგენთ, თუ ახალი პრემიერ-მინისტრი ავირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას გამოეცდხადა უნდობლობა და ახალი პრემიერი ავირჩიეთ.
ეს საკითხი შეიცავს ხარვეზს და მოსაგვარებელია“, – განაცხადა ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხმალაძე თვლის, რომ ის ნორმები უნდა გაძლიერდეს, რომლითაც უფრო ეფექტური იქნება მთავრობის საქმიანობის კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები