მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს

მერია ელექტრომობილი ტაქსებისთვის სპეციალური  პარკირების ადგილების გამოყოფას იწყებს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ინიციატივის მხარდასაჭერად საკრებულოს მიმართა და საკითხს დღეს განიხილავენ.
როგორც „კვირას“ მერიიდან აცნობეს, სპეციალური პარკირების ადგილების სტატუსი ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ლოკაციებსაც მიენიჭებათ. ამგვარ პარკინგებზე შიდაწვისძრავიანი ავტომანქანების გაჩერება აკრძალული იქნება. „სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანა ელექტრომობილების წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები