GWP -ის აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს „რუსთავის წყალისთვის“, შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების 2017 წლის ტარიფების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უცვლელი დარჩა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ტარიფები გამრიცხველიანებული და გაუმრიცხველიანებელი  საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. 0.014 თეთრით გაიზარდა ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელბისათვის ტარიფი შეადგენს 3.729ლარს/მ3, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი იქნება 3.743 ლარი/მ3,

უცვლელი დარჩა შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. 0.003 თეთრით ზრდა დაფიქსირდა გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დადგენილ ტარიფში.  1.016 ლარით შემცირდა ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.  2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „მცხეთის წყალის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი შეადგენს 3.729ლარს/მ3, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი იქნება 2.713 ლარი/მ3.

ასევე, უცვლელი დარჩა წყალმომარაგების ტარიფი შპს „რუსთავის წყალის“ გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ტარიფს, გაიზარდა 0.111 თეთრით. 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისათვის ტარიფი შეადგენს 1.754 ლარი/სულზე/თვეში, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი იქნება 1.865 ლარი/სულზე/თვეში.

შპს „რუსთავის წყალის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი გაიზარდა 0.441 თეთრით. 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელისათვის ტარიფი შეადგენს 2.284 ლარი/მ3, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი იქნება 2.725ლარი/მ3.

ტარიფები და ტარიფებს შორის სხვაობები მოცემულია დღგ-ს გარეშე. 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერის“ წყალმომარაგების ტარიფები 2017 წლისათვის:

გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.225 ლარი/მ3;

გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის  – 2.667 ლარი/სულზე/თვეში;

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 3.743 ლარი/მ3.

შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები 2017 წლისათვის:

გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.343 ლარი/მ3;

გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 1.865 ლარი/სულზე/თვეში;

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 2.725 ლარი/მ3.

შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფები 2017 წლისათვის:

გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.173 ლარი/მ3;

გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 2.036 ლარი/სულზე/თვეში;

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 2.713 ლარი/მ3.

ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე და მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები