დავით უსუფაშვილის და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ სავარაუდოდ თებერვალში განაცხადებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ უსუფაშვილის და პარტიიდან წასული სხვა წევრების გეგმების შესახებ განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ხმალაძის ცნობით, ზამთრის ბოლოს, სავარაუდოდ, თებერვალში, პარტიის ყოფილი წევრები განცხადებას გააკეთებენ. როგორც ხმალაძე აცხადებს, არსებობს იმის ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ერთობაში მოიაზრებიან როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრები, ასევე სხვებიც. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თავად, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის წევრია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ამავე მიზეზებით არ შევიდა საკონსტიტუციო კომისიაში, თუმცა განაცხადა, რომ ის აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან, ოღონდ არა როგორც კომისიის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები