“თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის საკითხი დადგება, მას ჩემი მხარდაჭერა ექნება”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის შესაძლო დაყენებას დადებითად აფასებს.
სესიაშვილი თვლის, რომ საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თუ კობახიძე პოლიტიკური ხელისუფლებიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
„ვის წარადგენს საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, ეს საკითხი დღის წერიგში დგას, თუმცა კანდიდატებზე არ გვიმსჯელია. კანდიდატი ბევრია, საქართველოში კვალიფიციური იურისტები არიან. მანანა კობახიძეს უდიდეს პატივს ვცემ, მართლაც პატივია მასთან ერთად მუშაობა. თუკი მისი კანდიდატურის საკითხი დადგება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაძლოა, მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები