ზაქარია ქუცნაშვილი: განზოგადების გარეშე ფარული საგამოძიებო კანონის ირგვლივ საუბარი „ცანცარიზმი“ იქნება

“როცა მივიღეთ სრულიად ახალი თავი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ჩვენ პირველად გამოვიტანეთ გასაღები სამართალდამცავი ორგანოების ოფისებიდან.
ჯერ-ჯერობით არ ვიცით, მოხსნა თუ არა ამ კანონმა პრობლემები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ქუცნაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო და ადამიანების ინტერესები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.
„ჯერ უნდა განვაზოგადოთ ეს თემა და როცა განვაზოგადებთ, მერე დავასკვნათ, ვარგისია თუ არა ეს მიდგომა. განზოგადების გარეშე, ეს იქნება ცანცარიზმი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები