ზაქარია ქუცნაშვილი: არჩევანის შემთხვევაში, მანანა კობახიძე უნდა წავიდეს პოლიტიკური ხელისუფლებიდან

“სასამართლო ხელისუფლება არ გახლავთ პოლიტიკური ხელისუფლება, არჩევანის შემთხვევაში, მანანა კობახიძე უნდა წავიდეს პოლიტიკური ხელისუფლებიდან”, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქუცნაშვილი თვლის, რომ მანანა კობახიძე საკმაოდ კვალიფიციური პოლიტიკოსია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ თავად მანანა კობახიძის გადასაწყვეტია, რა მიმართულებით მოახდენს თავის გამოცდილების რეალიზაციას.
„მე ვერ ვურჩევ ქალბატონ მანანას, სად გააგრძელოს გამოცდილების რეალიზება. ამ ოთხმა წელიწადმა მას ბევრი განსაცდელი გადაატანინა, მე ვფიქრობ, რომ ბევრმა განსაცდელმა მანანა კობახიძე გააძლიერა, როგორც პოლიტიკოსი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები