პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ,ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 122 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს , 53 -ს კი სასჯელი შეუმცირდა.
ქორიძის განცხადებით, შეწყალებულებს შორის 14 ქალია, აქედან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი შეუმცირდა.
როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 1142 პირის საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები