ზაქარია ქუცნაშვილი: 2016 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის წელი

“ეს წელი შეიძლება ჩავთვალოთ ევროპასთან თავისუფლად მიმოსვლის თაობაზე პოლიტიკური ნების გამოხატვის წლად”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილმა 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხში მიღწეული პროგრესი დაასახელა.
„ბევრი ოჯახი, ვინც არალეგალად იმყოფება ევროპაში, იმედი მაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნდება და სურვილის შემთხვევაში, ლეგალურად გაემგზავრა. 2016 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის წელი. გარდა ამისა, ეს წელი მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თვალსაზრისითაც, მაგრამ მე ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნები არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატი მთავრობის ახალ შემადგენლობას ახალი შესაძლებლობის მთავრობას უწოდებს.
„მე კვირიკაშვილის მთავრობას დავარქვი ახალი შესაძლებლობის მთავრობა, ამიტომაც მთავარი მოვლენა, პოლიტიკური თვალსაზრისით, არის ქვეყნის განვითარების სწრაფი შანსი და მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ჯეროვნად შეასრულებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები