ზაქარია ქუცნაშვილი: მომავალი წლიდან დავიწყებთ ჯანდაცვის ახალ პროგრამას მედიკამენტების უფასო მიწოდებაზე

“ჩვენ გვყავს ორი კატეგორიის პენსიონერები, რომლებიც არიან სიღარიბის პროგრამის ბენეფიციარები და რომლებიც არ არიან. მათთან მიმართებაში, ვინც ამ პროგრამის ბენეფიციარია, ამუშავდება 300 შეღავათიანი მედიკამენტების პროგრამა”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
შეღავათიანი მედიკამენტების პროგრამა 300 სახის მედიკამენტზე გავრცელდება, რითაც ეს მედიკამენტები უმწეო პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„ეს პროგრამა საშუალებას მოგვცემს, რომ ფასების ცვლაზე დამოკიდებული მედიკამენტებით მომარაგება აღარ არსებობდეს და ჩვენი პენსიონერები აღარ გრძნობდნენ ბაზარზე ფასების ცვლილებას”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები