ვლადიმერ ჩაჩიბაია: ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება

“ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება”, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად, რეორგანიზაციის ფარგლებში, ოპტიმიზაცია უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები