„მოხარული ვარ, რომ არ მომიწია საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამ, მათ შორის, სამსახურიდან ვინმეს გაშვებამ“

“მოხარული ვარ, რომ არ მომიწია საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამ, მათ შორის, სამსახურიდან ვინმეს გაშვებამ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპტიმიზაციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.
ვიქტორ დოლიძის თქმით, იგეგმება ადმინისტრაციულ-ტექნიკური ხარჯების შემცირება.
„ჩვენს სამინისტროზე, ისევე, როგორც ყველა უწყებაზე, ე.წ. ქამრების შემოჭერის პრინციპი მოქმედებს. მოხარული ვარ, რომ არ მომიწია საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამ, მათ შორის, სამსახურიდან ვინმეს გაშვებამ. საკმაოდ პროფესიონალური გუნდია წარმოდგენილი უწყებაში, მაგრამ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებით, მომიწევს შეკვეცა“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები