ზაქარია ქუცნაშვილი: იანვრიდან ყველა მაღალმთიანი სოფლის მუდმივი მცხოვრებლები დენის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მუდმივი მცხოვრებლები დენის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
სამომხმარებლო დენის ტარიფი მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებთათვის იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
50% პროცენტით შეღავათიანი დენის ტარიფი 100 კილოვატ მოხმარებულ ენერგიას სრულიად დაფარავს, რაც დეპუტატის განცხადებით, ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, გათბობის გარდა.
„1 იანვრიდან ყველა მაღალმთიანი სოფლის მუდმივი მცხოვრები თავისუფალი იქნება დენის გადასახადისგან. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დააფინანსებს მოხმარებული ელექტორენერგიის 50 %-ს, რაც 100 კილოვატ ელექტროენერგიას შეადგენს, ეს კი საკმარისი იქნება ყველა ენერგეტიკული მოთხოვნის დასაფინანსებლად, გარდა გათბობისა,“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები