„ჩვენს სამინისტროში გარკვეული ოპტიმიზაცია იგეგმება, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი მასშტაბის“

“ჩვენს სამინისტროში გარკვეული ოპტიმიზაცია ბუნებრივია, იგეგმება, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი მასშტაბის”, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია ერთჯერადი პროცესი არ არის.
„ოპტიმიზაცია ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, პრაქტიკულად, ეს არის პროცესი, რომელიც სულ მიდის ჩვენს სამინისტროში და არა მხოლოდ ჩვენს სამინისტროში. გარკვეული ოპტიმიზაცია ბუნებრივია, იგეგმება, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი მასშტაბის“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები