ირაკლი კობახიძე „მაესტროს“ საქმეზე: გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს

ტელეკომპანია „მაესტროს „ ლოგოსთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ყველა ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
როგორც კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისი მხრიდან კომენტარის გაკეთება არსწორია.
”გადაწყვეტილება მისაღები იყო სასამართლოს მიერ და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კომენტარის გაკეთება არასწორია ჩვენი მხრიდან, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან. საკითხი სასამართლოში განიხილებოდა და მან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ბუნებრივია, სავალდებულოა ყველასთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ”მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია ”მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები