“კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობა მოქალაქის დაცვისთვისაა მოწოდებული და არა სატელეფონო საუბრების მოპოვებისთვის”
კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობა მოქალაქის დაცვისთვისაა მოწოდებული და არა სატელეფონო საუბრების მოპოვებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
მისი თქმით, თავისი მუნდირით ოფიცერი პასუხისმგებელია ქვეყნისა და კანონის წინაშე.
„საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კონტრდაზვერვის სამსახურს პროცესში მყისიერად ჩართვის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. გარწმუნებთ, კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობა მოქალაქის დაცვისთვისაა მოწოდებული და არა მისი სატელეფონო საუბრების მოპოვებისთვის. თავისი მუნდირით ოფიცერი პასუხისმგებელია ქვეყნისა და კანონის წინაშე. თუ ნდობა არ იქნა, ვერანაირ სისტემას ვერ შექმნი, რომელიც უნიკალური იქნება. სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, რომლითაც თავი უნდა დაიცვას და ამ რესურსზე შეტევა აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა. როგორც მან აღნიშნა, პროვაიდერ კომპანიებს არავითარი სურვილი არ აქვთ, თავიანთი თანხა დახარჯონ და საგამოძიებო პროცესში ჩაერთონ.