გია ვოლსკი: ქაოსიდან და განუკითხაობიდან ჩვენ შევქმენით სისტემა

„არის პოლიტიკური სპეკულაციები და სახელისუფლებო სტრუქტურებზე დარტყმის მცდელობები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში მოსმენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ვალდებულება, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს.
„ფაქტია, ქაოსიდან და განუკითხაობიდან ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელშიც ჩართულია პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, პროკურატურა, სასამართლო და პარლამენტი. ძალიან რთულია, ადამიანმა, მით უმეტეს, სახელმწიფო მოხელემ კანონი დაარღვიოს და მოქალაქე ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, რომ მოსმენით თუ მიყურადებით ცხოვრება გაუფუჭოს. ჩვენ გვაჩქარებს ვადები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ვფიქრობ, ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით, კარგ კანონს დროულად მივიღებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები