მანანა კობახიძე ძმას მიმართავს: როცა სამი შვილი, მათგან 11 თვის ტყუპები და ცოლი ავად გყავს, გევალება მათთან იყო

როცა სახლში ყველა ოჯახის წევრი-სამი შვილი, მათგან 11 თვის ტყუპები და ცოლი ავად გყავს, უბრალოდ გევალება მათთან იყო“, – ამ შინაარსის პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ძმის, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის მისამართით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
კობახიძე ძმას აღნიშნული პოსტის გამო ბოდიშს უხდის, თუმცა იქვე დასძენს, რომ კოლეგებისთვის ოჯახური მდგომარეობა უნდა აეხსნა.
„იქნებ, როგორმე, სწორად გააგებინო და აუხსნა შენს კოლეგებს, რომ, როცა სახლში ყველა ოჯახის წევრი: სამი შვილი, მათგან 11 თვის ტყუპები და ცოლი გრიპის ვირუსით და მაღალი სიცხით ავად გყავს, უბრალოდ გევალება მათთან იყო და მიხედო და ასეთ დროს, შეიძლება სამსახურში ვერც მიხვიდე ადამიანი, ასეთი ნახევარსაათიანი სიუჟეტები რომ არ მოგიძღვნას “რუსთავი-2” მა და არ დაღალოთ საზოგადოება ამ მარაზმით.
ბოდიში, რომ სრულიად პირად, ოჯახში არსებულ პრობლემაზე აქ დაგიწერე ასე საჯაროდ, მაგრამ ზუსტად რომ ვიცი, რა მიზეზით ხარ სახლში და არა საკრებულოში, არ შემეძლო არ მეთქვა“, – წერს მანანა კობახიძე.
იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მიერ ჩანიშნული სხდომის დღეს, რომელსაც თავად თედო კობახიზე უნდა დასწრებოდა, იგი შვებულებაში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები