სემეკი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისია სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სემეკის ინფორმაციით, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა.
როგორც სემეკ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა.
“თელასის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 – 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის – 14.40 თეთრი/კვტსთ.
301 კვტსთ-ზე მეტი – 18.20 თეთრი/კვტსთ.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 – 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის – 10.978 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის – 14.348 თეთრი/კვტსთ;
301 კვტსთ-ზე მეტი – 18.178 თეთრი/კვტსთ.
გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები:
„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 12.324 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 12.981 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ – 16.740 თეთრი/კვტსთ.
„თელასის“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 1.270 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 1.927 თეთრი/კვტსთ;
0.4. კვ – 5.686 თეთრი/კვტსთ.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 11.502 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 12.681 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ – 16.776 თეთრი/კვტსთ.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 1.504 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 2.683 თეთრი/კვტსთ;
0.4.კვ – 6.778 თეთრი/კვტსთ.
ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.