თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე გახდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს. ირაკლი აბესაძის კანდიდატურას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის მხრიდან აბესაძის მხარდაჭერა იმ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც კვოტების განაწილებისას იქნა მიღწეული.
“პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან პოსტზე წარდგენილმა ემზარ კვიციანმა აბესაძის მხარდაჭერა გააპროტესტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები