გიორგი კახიანი: ახალი ფრაქციების შექმნა პარლამენტის ბიუჯეტის გაზრდას არ ნიშნავს

“ახალი ფრაქციების შექმნა პარლამენტის ბიუჯეტის გაზრდას არ ნიშნავს“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის ბიუჯეტი იგივე რჩება. ამასთან, კახიანმა ფრაქციების პრივილეგიებზე ისაუბრა.
„ფრაქციას აქვს ერთი ადგილი პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში, ფრაქცია სარგებლობს დროით პლენარულ სხდომაზე დებატებით სხვადასხვა საკითხების განხილვის დროს.
ფრაქციას ჰყავს თავისი აპარატი და მას ეკუთვნის დაფინანსება. ანუ გარკვეული პრივილეგიები ფრაქციას აქვს. თუმცა ფრაქციების შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პარლამენტის ბიუჯეტი გაიზარდოს. პარლამენტის ბიუჯეტი რჩება იგივე, თუმცა პარლამენტის ბიუჯეტიდან ფრაქციებს თავიანთი დაფინანსება გამოეყოფათ“,-განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში სამი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები” და ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის”. ფრაქციები 6-6 წევრისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები