საქართველოში რიგით 44-ე საზოგადოებრივი ცენტრი, იუსტიციის მინისტრმა ქალაქ წალკაში გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 44-ე საზოგადოებრივი ცენტრი დღეს წალკის მუნიციპალიტეტში გახსნა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ქალაქ წალკის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე სოფლების − ტბეთის, განთიადის, სამების, ნარდევანის, აიაზმის, კუშჩის, ავრანლოს, ბურნაშეთის, გუმბათის, აშკალის, ხანდოს, რეხის, ხაჩკოის, კაბურის, ხარების, ხრამჰესის, სანთას, წინწყაროს, ბეშთაშენის, დარაქოის, არწივანისა და ბერთის − მცხოვრებნიც ისარგებლებენ.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.
საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. წალკის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის ყველა სერვისის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ შორის, პენსიის მიღება) სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ. წალკის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 43 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანასა და ბარალეთში ფუნქციონირებს.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
15665585_1340477075974782_3788909094625871562_n 15740922_1340476962641460_6111599267772492487_n 15672538_1340476869308136_4298811637007123742_n 15665586_1340476742641482_6227014963081724567_n 15672856_1340476545974835_4002770532488274454_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები