სოფლის მეურნეობის მინისტრი ღორების „პასპორტიზაციაზე“ კომენტარს აკეთებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღორების „პასპორტიზაციის“ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თემა არასწორად წარმოჩნდა.
მინისტრმა ასეთი ფორმით თემის გაშლას უპასუხისმგებლობა უწოდა.
ვინც ასეთი მახინჯი ფორმით მოახდინა ამ თემის ტირაჟირება, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, სიტყვა “პასპორტი” დოკუმენტში მაჩვენეთ სადმე და მაშინ სხვანაირად გიპასუხებთ.
დავითაშვილის განმარტებით, აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი ვრცელდება ყველა ცხოველზე და უკავშირდება მათი ჯანმრთელობის კონტროლს. მისი განცხადებით, კონტროლი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სურსათის უვნებლობა იყოს ევროპის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მომხმარებელთა უფლებები კი – დაცული.
„ეს არის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, რომელიც ყველა სხვა ცხოველსაც უკავშირდება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, უსაფრთხო სურსათი ჰქონდეს მოსახლეობას. ეს არის ის, რომ ჩვენი სურსათის უვნებლობა იყოს შესაბამისობაში ევროპის მოთხოვნებთან და ჩვენც ისეთივე დონის სურსათის უვნებლობის სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები