თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო, გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო, გია გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.
საქმე ეხება ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ დავას, რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.
დღეს მოსამართლემ 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ის ხელშეკრულება ცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც სტუდია „მაესტროს“ 72 პროცენტიანი წილის მფლობელებმა ლოგო საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები