„საქართველოს სინფონიეტა“ და მუსიკოსები შვეიცარიიდან

 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კამერული მუსიკის საღამოს გამართავს, რომელიც თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”, დენის სევერინი (ჩელო, შვეიცარია), ტატიანა კორსუნსკაია (ფორტეპიანო, შვეიცარია), სერგეი ოსტროვსკი (ვიოლინო/დირიჟორი, შვეიცარია).
დენის სევერინი ჟენევის მუსიკისა და ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია. ის ასწავლის ჩელოზე დაკვრას, ასევე არის ბაროკოს ჩელოს და კამერული მუსიკის პედაგოგი. 27 და 28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის №405 აუდიტორიაში დენის სევერინი სტუდენტებისათვის მასტერკლასს ჩაატარებს.
ტატიანა კორსუნსკაიამ პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლა განაგრძო ბაზელის „Schola Cantorum“- ში, სადაც ფორტეპიანოს გარდა ეუფლებოდა კლავესინს და ასევე შეისწავლა ბასო კონტინუო. ტატიანა კონცერტებს მართავს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. 2000 წლიდან იგი ლიუცერნისა და ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტის აკომპონიატორია.%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90
სერგეი ოსტროვსკიმ პირველი მუსიკალური განათლება მშობლიურ ქალაქ გორკში მიიღო. შემდეგ სწავლა განაგრძო ისრაელში, სადაც 1996 წელს შექმნა კვარტეტი „Aviv Quartet”, რომლის წევრებთან ერთადაც როტერდამში გაემგზავრა და იქ დაამთავრა როტერდამის კონსერვატორია, ბაკალავრის ხარისხით. 2002 წელს კი ამსტერდამის კონსერვატორიის მაგისტრის ხარისხს იღებს. სერგეი ოსტროვსკი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია და მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში მართავს კონცერტებს.
სოლისტისა და დირიჟორის კარიერის გარდა, სერგეი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ამჟამად იგი ჟენევის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორია. დედაქალაქში ვიზიტისას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მასთან გაიარონ მასტერკლასი. სერგეი უკრავს 1716 წლის ჯოვანი გრანჩინოს ვიოლინოზე, რომელიც ქალბატონი ჯეიმს მაიერისა და ისრაელის არაკომერციული ორგანიზაციის „Tzfonot Tarbut”-ის დახმარებით გადაეცა.
29 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ეს შესანიშნავი მუსიკოსები თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, ქართველ მსმენელს კამერული მუსიკის საღამოს სთავაზობენ. 15725700_10207577556229203_519608199_o
პროგრამაშია: ფ.მენდელსონის სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის №7; გ.კასადოს სონატა ძველესპანურ სტილში ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (გადამუშავებული მ. კრილის მიერ) და ასევე Requiebros ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (გადამუშავებული მ. კრილის მიერ). მეორე განყოფილებაში კი შესრულდება ს. ბარბერის ადაჯიო სიმებიანი ორკესტრისათვის და ფ. მენდელსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები