გია ვოლსკი: სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებას

ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებას – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ე.წ. მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა გადავიდეს.
ვოლსკის შეფასებით, ზოგიერთს სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მთავარ ამოცანად აქვს გახდილი.
„ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებას, ანუ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად გაუხდია და მეორე რიგში აქვს დაყენებული ქვეყნის უსაფრთხოება. ვფიქრობ, უნდა იყოს დაბალანსებული ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება და ორივე მათგანი ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ასეთი კანონი იქნება მიღებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები