აზერ სულეიმანოვმა “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტიასთან ბლოკში მყოფ „ევროპულ საქართველოს” შეუერთდა.
სულეიმანოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის შიდა დაპირისპირებასთან.
როგორც სულეიმანოვი აღნიშნავს, პარტიიდან წასვლა მისი პირადი სურვილი იყო.
სულეიმანოვი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა სულეიმანოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დატოვა მის გარდა ”ნაციონალური მოძრაობა”. ”აღარც პარტიის წევრი ვარ და აღარც აღარც პოლიტსაბჭოსი. ეს არ მომხდარა პოლიტიკური მიზნების გამო. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული ინტერესები“, – აღნიშნავს სულეიმანოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები