ვიქტორ დოლიძე: ნატოს და ევროკავშირის წევრობა ჩვენი მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს წარმოადგენს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვან ფაქტორად თვლის.
დოლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კუთხით ეფექტურ ნაბიჯებს დგამს, რასაც დასავლელი პარტნიორებიც აღნიშნავენ.
”ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ჩვენი მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს. უბრალოდ, ახლა ჩვენ ვართ პროცესში.
ევროკავშირთან ვართ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ნატო-სთან მიმართებაში, იდგმება დიდი ნაბიჯები ალიანსთან დაახლოების და ამავე დროს, ჩვენი ურთიერთავსებადობის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.
ამის ნათელია დასტურია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო ორ სამიტზე მიიღო ნატო-მ. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სწორად დაგეგმარება”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები