მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი და საქართველო განსხვავებულ რეალობაში აღვიქვამთ პროცესებს

„რუსეთი აღიარებს ჩვენს რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მასთან აქვს ე.წ. ხელშეკრულებები და ურთიერთობები”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო განსხვავებულ რეალობაში აღვიქვამთ პროცესებს.
„რუსეთი აღიარებს ჩვენს რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მასთან აქვს ე.წ. ხელშეკრულებები და ურთიერთობები. ყველა ხელშეკრულება და თანამშრომლობა არის ბათილი. რაც შეეხება პრაქტიკულ მომართვას საქართველოსთან, მსგავსი რამ ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. შეკითხვა რუსულ თვითმფრინავ “ტუ 154“-ის ჩამოვარდნის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის თემას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები