გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს ხვდება

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს ხვდება.
როგორც გასვიანმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ის ირაკლი შოთაძეს შეხვდება, როგორც დაზარალებული და პროკურორისგან მოისმენს საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. გასვიანის ინფორმაციით, შოთაძესთან კითხვები ექნება არა მხოლოდ მის საქმეზე, არამედ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც.
“ინგა გრიგოლიამ მთხოვა მეკითხა, რას აკეთებს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს შეხვედრა გადაწყდა მაშინ, როცა მე მთავარ პროკურორს პირდაპირ ეთერში ვკითხე ჩემი ცემის საქმეზე და აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ მე მცემეს იარაღის მუქარით. ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები