ფსიქოლოგი საზოგადოებაში არსებულ სტრესულ მდგომარეობაზე საუბრობს – “ეს აისახება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე”

წლის ბოლოს საზოგადოება აღმოჩნდა კრიზისის წინაშე, რასაც განაპირობებს ნეგატიური ინფორმაციის მიღება, – ამის შესახებ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ განაცხადა.
ფსიქოლოგი თვლის, რომ წლის ბოლოს ადამიანებში ემოციურმა ფონმა იმატა, ნეგატივის მატებას ნინო გოგიჩაძე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.
„ნებისმიერი სიტუაცია, რაც უარყოფითია, ადამიანზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს. ჩვენ ვართ გაუთავებელ სტრესულ მდგომარეობაში. ეს სტრესი აისახება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდა განიმუხტოს, რომ არ აისახოს ჩვენს განწყობაზე. საგულისხმოა, რომ ძალიან ბევრი ძალადობრივი მიდგომები გამოიყენება ურთიერთობებში. ჩვენს საზოგადოებას ცოტა აკლია რეფლექსური აზროვნების გამოცდილება. 21-ე საუკუნეში არ გვინდა ასეთი სამყარო, ამ ამოცანის წინაშეც დგას საზოგადოება. თითქოს გამართლებულია ეს მიდგომები და აიხსნება თავის თავის დაცვის ინსტიქტით“, – განაცხადა ნინო გოგიჩაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ აგრესია გამოვლენილია ბავშვებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები