„რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების შესახებ იმსჯელეს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების შესახებ იმსჯელეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული პარკის გაფართოების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფ GFA-ის ორგანიზებით, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ მხარდაჭერით გაიმართა.
ამჟამად არსებულ საზღვრებში, ყაზბეგის ეროვნული პარკი ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემების სრულფასოვან დაცვას. პარკის გაფართოება ხელს შეუწყობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოსისტემების უკეთ დაცვას, რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პრეზენტაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის წევრები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები