“ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – თაქთაქიშვილი ბაქრაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი თავის თანაგუნდელ დავით ბაქრაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხრიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში, სადაც პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს შეუძლია 1 წარმომადგენელი დანიშნოს.
„ანუ, გამოდის, რომ ბატონმა დავით ბაქრაძემ უბრალოდ იცრუა და საორგანიზაციო კომისიაში არის არა 6 წევრი, არამედ მაქსიმუმ 12. რეალობა კი ისაა, რომ გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხრიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში, სადაც პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს შეუძლია 1 წარმომადგენელი დანიშნოს. პოლიტსაბჭოში 60 წევრია. ეს კომისია არის დაბალანსებული, რადგან არც ერთ მხარეს არ ტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში. დავით ბაქრაძემ ასევე იცრუა, როცა თქვა, რომ კომისია შეითავსებს პოლიტსაბჭოს ფუნქციებს.
ცხადად წერია უკვე დამტკიცებულ წესებში, რომ პოლიტსაბჭოს ფუნქციებში არ შედის არც ყრილობის ტექნიკური მომზადება და არც დელეგატების რეგისტრაცია. ეს ფუნქცია ეკუთვნის ყრილობის საორგანიზაციო კომისიას. იმ წესით თანახმად, რომელსაც ბაქრაძემ მხარი დაუჭირა, მაგრამ ჩავარდა, ყრილობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა ევალებოდა არა პოლიტსაბჭოს, არამედ პარტიის სამდივნოს, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 6 ხმა 2-ის წინააღმდეგ თანაფარდობით ბოკერიას ფლანგის სასარგებლოდ. ბატონი დავითისთვის ეს მოდელი იყო მისაღები. გასაგებია! მაგრამ ის, რომ ეს ვარიანტი ჩავარდა, არ ნიშნავს, რომ დამტკიცებულ, დაბალანსებულ მოდელს საბოტაჟი გამოუცხადო და ხელი შეუშალო ყრილობის მზადებას! ყრილობა არ გადაიდება და ჩატარდება 20 იანვარს!“, -წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები