ახალციხეში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი გაიგუდა

ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არიან ასევე მოწამლულებიც, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, თუმცა უწყებაში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. ორ ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები