დავით ჭიჭინაძე: როცა საქმე რესურსის შემცირებას ეხება, აქ, პირველ რიგში, დგება ადამიანური რესურსის საკითხი

ჩვენი ოპონენტები ხშირად გაბერილი კადრების გამო გვაკრიტიკებდნენ, დღეს კი ამ ადამიანების დამცველები გამოვიდნენ, ვის შემცირებასაც ითხოვდნენ-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ადამიანი სამსახურს ტოვებს, მაგრამ შექმნილი სიტუაციის ფონზე დეპუტატი იმ რეგულაციების გატარებას, რაც მთავრობამ წამოიწყო, გამართლებულად თვლის.
„როცა საქმე რესურსის შემცირებას ეხება, აქ, პირველ რიგში, დგება ადამიანური რესურსის საკითხი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა, რადგან შექმნილი სიტუაციის ფონზე მთავრობას უწევს ამ გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ გაბერილი შტატების გამო, დღეს კი ამ ადამიანების დამცველებად მოგვევლინენ, ვის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ.
ანაზღაურების შემცირებას, სჯობს ისევ ადამიანები შევამციროთ,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები