მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანიდან ცოლ-ქმრის ცხედარი ამოიყვანეს

ორთაჭალაში, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანის გარდაცვლილი მგზავრები ერთი ოჯახის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 40-45 წლის ასაკის ცოლ-ქმარია.
”მანქანაში იმყოფებოდა ორი პიროვნება. წყალქვეშა სამუშაოების შედეგად მოხერხდა გარდაცვლილი მამაკაცის ამოყვანა, მეორე ეტაპზე სპეციალური ტექნიკის – ამწეს გამოყენებით კი ამოყვანილ იქნა მსუბუქ ავტომობილში მყოფი მეორე პირიც, რომელიც ქალბატონი იყო. კვლევა დაადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, volkswagen-ის მარკის ავტომობილი მდინარეში, მოცურების შედეგად გადავარდა.
ადგილზე მყვინთავებთან ერთად, მობილიზებული იყო რამდენიმე სამაშველო ჯგუფი.
გამოძიება სსკ-ის 274 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები