დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II და
III კვარტლების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები