„საკონსტიტუციო კომისიაში ზოგიერთი არასამთავრობო, მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე ისაუბრებს“

„უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას აკრიტიკებს. მჟავანაძე თვლის, რომ ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ცნობს.
„ის სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ხელისუფლება ესაუბრებოდა 9 წლიანი რეჟიმის დროს, ჩუმად იყო, როგორც ჩანს, გარიგება შედგა და ახლაც ჩუმად იქნებიან. ისაუბრებენ კოსმეტიკურ ცვლილებებზე, ხოლო მასშტაბურ პრობლემებზე თვალს დახუჭავენ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ქმედებები, რომელიც ახლახან განხორციელდა.
სამი-ოთხი გრანტიჭამიას და სააკაშვილის რეჟიმის განმამტკიცებელის გარდა, კომისიაში სხვისთვის ადგილი არ მოიძებნა. მათ შორის ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’, ზვიად ტომარაძის, არჩილ კაიკაციშვილის, დავით ლილუაშვილის და კიდევ რამდენიმე ისეთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის ორგანიზაციისთვის, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებებისა თუ საკონტიტუციო საკითხების ირგვლივ.”-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები